logo_geo
eng_logo
გიორგი გასვიანი: გურანდა გაბუნია ამერიკელ მსახიობს ბეტ დევისს შევადარე
- +

7 თებერვალი. 2019. 19:18

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში მსახიობმა და ჟურნალისტმა გიორგი გასვიანმა გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„ძალიან კარგად მახსენდება ყოველი შეხვედრა გურანდა გაბუნიასთან, იქნებოდა ეს მის სახლში,  სპექტაკლის შემდეგ თუ ტელევიზიაში. გურანდა გაბუნია იმდენად საინტერესო პიროვნება იყო, რომ  როგორც ოჯახის წევრს, ისე დამწყდა გული მის გარდაცვალებაზე. მე ის ბეტ დევისს, ამერიკელ მსახიობს შევადარე. თუმცა, მე მათ როლებით არ ვადარებ, ამ შემთხვევაში ვსაუბრობ გურანდა გაბუნიაზე, როგორც შოუმენზე, რომელიც წლების განმავლობაში დადიოდა შოუებში  და ამბობდა იმას, რასაც ფიქრობდა“,- აღნიშნა გიორგი გასვიანმა.

 

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner