„პროფესორმა დვალმა შესანიშნავად შეაჯამა ამ ინსტიტუტის კონცეფცია. ჩემი აზრით, აღნიშნული იდეა განსხეულებაა თქვენი მიზნისა, შექმნათ ისეთი რამ, რაც საქართველოს მსოფლიო რუკაზე დაუმკვიდრებს მოწინავე ადგილს."- განუცხადა იტალიის ბირთვული ფიზიკის ნაციონალური ინსტიტუტის (INAFN), დირექტორმა სერჯიო ბერტოლუჩიმ, ტექნიკური ინსტიტუტის პროექტის პრეზენტაციაზე ჟურნალისტებს.
„აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის, რომელიც ამ პროცესში დასაწყისიდან, დღეიდან ჩაერთვება. ახალგზარდა თაობაში, რომელიც ამ პროცესს უხელმძღვანელებს, ვგულისხმობ, თქვენი ასაკის პირებს. ცოდნა ხდება უმნიშვნელოვანესი პროდუქტი მსოფლიოს მასშტაბით. ქვეყნებში, სადაც უზრუნველყოფილი იქნება განათლების მაღალი ხარისხი, ცხოვრების დონეც შესაბამისი იქნება. ეს დაამკვიდრებს მდგრადი მომავლის იდეას, დაამკვიდრებს მოდელს, რომელიც თქვენთვის და თქვენი შვილებისთვის შესაბამისი მომავლის შექმნას უზრუნველყოფს."- აღნიშნა ბერტოლუჩიმ.