ავტორი ბაჩო ტურაშვილი
თბილისის მერი კახა კალაძე, მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მსახიობს არაერთი შესანიშნავი როლი აქვს შესრულებული მარჯანიშვილის თეატრში.
„კიდევ ერთი ღირსეული, კარგი ადამიანი და კარგი მეგობარი დავკარგეთ. უძლიერესი მსახიობი, რომელმაც არაერთი შესანიშნავი პერსონაჟი გააცოცხლა მარჯანიშვილის თეატრში. მინდა, მივუსამძიმრო ახლობლებს, ნათესავებს, ოჯახს და სრულიად საქართველოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.