ავტორი ლიზი ჯიხვაძე
კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.
მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.
„რეპორტიორთან“ საუბარში მსახიობმა ტრისტან სარალიძემ გურანდა გაბუნია გაიხსენა.
„შესანიშნავი ადამიანი წავიდა ჩვენგან. მე ასე მგონია, რომ ის ძალიან დიდი დიაპაზონის მსახიობი იყო და ყველგან შეიძლებოდა ამ ნიჭიერების გამოყენება. მახსოვს, ერთხელ სპექტაკლის პრემიერაზე ვიყავით და იქაც არ ისვენებდა, სულ ხელზე მჩქმეტდა მომისმინე, მომისმინეო, მე კი ვეუბნებოდი, სპექტაკლს უნდა მოვუსმინო, ქალბატონო გურანდა-მეთქი“,- აღნიშნა ტრისტან სარალიძემ.
გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.