logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: გურანდა გაბუნიას დაკარგვით ქართულმა კულტურამ ძალიან დიდი მოღვაწე დაკარგა
- +

7 თებერვალი. 2019. 19:40

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„მე მქონდა ქალბატონ გურანდასთან მეგობრობის პატივი. ჩვენ ერთად დავესწარით  სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას ქალაქ თელავში და გადავიღეთ ბოლო, საერთო ფოტო. მისი დაკარგვით ქართულმა კულტურამ ძალიან დიდი მოღვაწე დაკარგა“,- აღნიშნა ზაქარია ქუცნაშვილმა.

 

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner