logo_geo
eng_logo
გია ბურჯანაძე: ეს წლები, რაც გურანდამ ოთარის გარეშე გაატარა, მისთვის ტანჯვა იყო
- +

7 თებერვალი. 2019. 20:09

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში მსახიობმა გია ბურჯანაძემ გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„ქალბატონი გურანდა ძალიან აქტიური ადამიანი და სახასიათო მსახიობი იყო. თუმცა, ამ შემთხვევაში მე მინდა, გურანდასა და ოთარის სიყვარულზე გითხრათ ორი სიტყვა. ეს წყვილი იყო განუყოფელი, მათ ერთ სულ და ერთ ხორც იცხოვრეს  და ეს წლები, რაც გურანდამ ოთარის გარეშე გაატარა, მისთვის იყო ტანჯვა-წამება. ახლა ისინი ერთად არიან და ასე უფრო მშვიდად იგრძნობენ თავს“,- აღნიშნა გია ბურჯანაძემ.

 

 

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner