logo_geo
eng_logo
მარინა კახიანი: მგონია, რომ გურანდა გაბუნიას განსაკუთრებულად ვუყვარდი
- +

7 თებერვალი. 2019. 20:11

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში მსახიობმა მარინა კახიანმა გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა ქალბატონ გურანდასთან. რაღაცნაირად მგონია, რომ განსაკუთრებულად ვუყვარდი. მან ადამიანების გამორჩევა იცოდა, ალბათ, ყველა ასე ვართ, თუმცა, ის უფრო გამოხატავდა ვიღაცის სიყვარულს მეტად, ვიღაცის ნაკლებად. მას თავისი ნიში ჰქონდა, არა მხოლოდ მარჯანიშვილის თეატრში, არამედ მთლიანად ქართულ თეატრალურ სივრცეში. გურანდა გაბუნიამ მთელი ეპოქა შექმნა თავისი შესრულებული როლებით“,- აღნიშნა მარინა კახიანმა.

 

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner