ავტორი ბაჩო ტურაშვილი
მსახიობი მარინა ჯანაშია, მსახიობ გურანდა გაბუნიას „რეპორტიორთან“ საუბრისას თვითნაბად და ნიჭიერ მსახიობად მოიხსენიებს. როგორც ჯანაშია აღნიშნავს, თეატრსა და ადამიანურ პალიტრას კიდევ ერთი თავისებური ფერი მოაკლდება.
„გურანდა გაბუნია ძალიან ნიჭიერი და თვითნაბადი მსახიობი იყო. როდესაც მისი გარდაცვალების შესახებ გავიგე, პირველი ის გავიფიქრე, რომ თეატრალურ და ადამიანურ პალიტრას კიდევ ერთი თავისებური ფერი მოაკლდა. გურანდა გაბუნია ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო და ძალიან დამწყვიტა გული“, - განაცხადა მარინა ჯანაშიამ.