logo_geo
eng_logo
მარიამ ჯაში: ქალბატონი გურანდა გახლდათ გამორჩეულად ბრწყინვალე თაობის წარმომადგენელი
- +

7 თებერვალი. 2019. 20:12

 

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მარიამ ჯაშმა გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„ქალბატონი გურანდა გახლდათ გამორჩეულად ბრწყინვალე თაობის წარმომადგენელი. ჩვენ დაგვტოვა კიდევ ერთმა სახემ, რომელიც ასოცირდებოდა ქართული თეატრის სიძლიერესთან და იმ უდიდეს წარმატებებთან, რომლითაც ყოველთვის ამაყობდა ჩვენი საზოგადოება“,- აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

 

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner