„მე, ჯამბულ გამცემლიძემ, სააკაშვილის რეჯიმის მიერ ქუჩაში მოკლული შვილის მამამ, რატომ უნდა ვისმინო „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრისგან ასეთი განცხადებები, როცა სიცოცხლე ჩავდე ამ ძალის ხელისუფლებაში მოსაყვანად?!", - ამის შესახებ ჯამბულ გამცემლიძემ „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან, სადაც გამცემლიძე ამბობს, რომ კოღუაშვილმა „ქართული ოცნება" უნდა დატოვოს!
„დიახ, სიცოცხლე ჩავდე! მე ვკვდები, ბატონებო, ვკვდები ლოდინით და ლოდინმა დამაავადმყოფა კიდეც, ისე, რომ ვერ ვეღირსე ჯალათების დასჯას. ახლა კი რა მესმის, თურმე ჩემი პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს ნაციონალებზე სწყდება გული! იმისთვის შეაკვდნენ ნაცმოძრაობას ქალბატონი ირინა ენუქიძე და ბატონი იური ვაზაგაშვილი, რომ ხელისუფლებაში მყოფი პარტიის ლიდერს ეს ეთქვა? ან სად იყო მაშინ, როცა ჩვენ გვცემდნენ და გვარბევდნენ, თვალებს გვთხრიდნენ და კბილებს გვიმტვრევდნენ? ბოდიში მოიხადე, დავით კოღუაშვილო! წადი იქ, საიდანაც ნაციონალების შეცოდება და დახმარება უკეთ გამოგივა! შენს ადგილს „ქართულ ოცნებაში" ვერ ვხედავ!", - აცხადებს გამცემლიძე.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=226