ავტორი ბაჩო ტურაშვილი
თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძის განცხადებით, გარდაცვლილი მსახიობი გურანდა გაბუნია იყო ქალი, რომელიც თეატრისთვისა და თავისი მეუღლისთვის ოთარ მეღვინეთუხუცესისთვის იწვოდა.
„გურანდა იყო ერთი დიდი ცეცხლი, რომელიც თეატრისთვისა და ოთარისთვის იწვოდა, სხვა მთავარი ამოცანა მას არ ჰქონია. ოთარი რომ წავიდა, მერე დაიწყო სიცოცხლობანას თამაში და ინერციით ემზადებოდა იმ დღისთვის, რომ ოთარს შეხვედროდა. ახლა უკვე იქ, მარადისობაში გააგრძელებენ ხელიხელჩაკიდებულები სიარულს“, - განაცხადა ნიკოლოზ წულუკიძემ.