logo_geo
eng_logo
დავით კვირცხალია: ქალბატონი გურანდა ბოლომდე მოქმედი მსახიობი იყო
- +

7 თებერვალი. 2019. 20:19

 

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში მსახიობმა დავით კვირცხალიამ გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„ქალბატონი გურანდა ბოლომდე მოქმედი მსახიობი იყო. ვის მოსწონდა და ვის არ მოსწონდა, ის ეს უკვე სხვა საკითხია და ასე ხდება ყველა მსახიობის შემთხვევაში. გურანდა გაბუნია იყო  ადამიანი, რომელსაც თავისი ადგილი ამ სამყაროში უცვლელად ეჭირა“,- აღნიშნა დავით კვირცხალიამ.

 

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner