logo_geo
eng_logo
ელდარ შენგელაია: გურანდა და ოთარი ისე იყვნენ, როგორც რომეო და ჯულიეტა
- +

7 თებერვალი. 2019. 20:20

 

რეჟისორი ელდარ შენგელაიამ მსახიობ გურანდა გაბუნიას გარდაცვალების გამო „რეპორტიორთან“ საუბრისას მწუხარება გამოთქვა. შენგელაია ოთარ მეღვინეთუხუცესისა და გურანდა გაბუნიას სიყვარულს რომეოსა და ჯულიეტას სიყვარულს ადარებს.

 

„ძალიან კარგი, მეგობრული და გადასარევი მსახიობი იყო. გურანდა ხალხს უყვარდა, ყველას უყვარდა როგორც მსახიობი, ისე ადამიანი. რაც ყველაზე მთავარია, გურანდას ოთარის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული ჰქონდა და ეს ჩემთვის არის როგორც რომეო და ჯულიეტა. დღეს ძალიან სევდიანი დღეა, რადგან გურანდა მიდის ადამიანთან, რომელიც ყველაზე ძალიან უყვარდა ცხოვრებაში“, - განაცხადა ელდარ შენგელაიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner