logo_geo
eng_logo
ქეთი დოლიძე: ქალბატონ გურანდასთან მუშაობა ადვილი იყო, რადგან მუშაობის პროცესში ის ძალიან დამყოლი ხდებოდა
- +

7 თებერვალი. 2019. 20:24

 

კინოსა და თეატრის მსახიობი გურანდა გაბუნია დიდუბის პანთეონში მეუღლის, მსახიობ ოთარ მეღვინეთუხუცესის გვერდით დაკრძალეს.

 

მანამდე კი მსახიობის სამოქალაქო პანაშვიდი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მიმდინარეობდა, საიდანაც აპლოდისმენტებით გამოასვენეს.

 

„რეპორტიორთან“ საუბარში რეჟისორმა ქეთი დოლიძემ გურანდა გაბუნია გაიხსენა.

 

„7 წლის ვიყავი, როდესაც გურანდა და ოთარი პირველად შემოვიდნენ ჩვენს ოჯახში და ამის შემდეგ ჩემი არსებობა მათ გარეშე წარმოუდგენელი გახდა. ჩემთვის არა მხოლოდ ოჯახის წევრები, არამედ მამაჩემის შემოქმედების ნაწილნიც იყვნენ. ქალბატონ გურანდასთან მუშაობა ადვილი იყო, რადგან მუშაობის პროცესში ის ძალიან დამყოლი ხდებოდა და ამასთან ერთად უნიკალური იუმორის გრძნობაც ჰქონდა. ახლა კი, ის წავიდა თავის ოთართან“,- აღნიშნა ქეთი დოლიძემ.

 

გურანდა გაბუნია 80 წლის ასაკში, მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner