„ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალი წევრის დავით კოღუაშვილის სკანდალურ განცხადებებს, რომელიც მან ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე გააკეთა, გაზეთი „ასავალ-დასავალი" ვრცელი წერილით ეხმაურება. „საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენასა და რეჟიმის გასამართლებას მოითხოვს, რა განწყობაზე დადგება, როცა წაიკითხავს და მოისმენს, რომ თქვენ, „ქართული ოცნების" ახალი სახე და ერთ-ერთი ლიდერი, სააკაშვილს მადლობას უხდით?!", - მიმართავს სტატიის ავტორი დავით კოღუაშვილს.
ჟურნალისტი წერს, რომ მმართველი გუნდის ახალი სახისგან ყოფილ პრეზიდენტზე, ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავაზე, რომლებსაც უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი, დადებით კონტექსტში საუბარი გაუმართლებელია.
„ეს რამ გათქმევინათ ბატონო დავით - სააკაშვილის ასეთი დახასიათება თვით მამალი ნაცებისგანაც კი არ მოგვისმენია. რომელ პატრულის რეფორმაზე ლაპარაკოთ, გიორგი გამცემლიძე, ბუტა რობაქიძე რომ ქუჩაში მოკლა, თუ იმ „რეფორმირებულ" პატრულზე მშვიდობიან საპროტესტო აქციებს რომ არბევდა?!", - წერია სტატიაში.
კოღუაშვილის შეფასებზე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით, სადაც ის შს ყოფილ მინისტრს გარემოების მძევალს და ნიჭიერ ადამიანს უწოდებს, ჟურნალისტი სვამს კითხვას - სად დაინახა კოღუაშვილმა მერაბიშვილის ნიჭიერება, „მაშინ, როცა 2 გვამი შეუკვეთა, თუ მაშინ, როცა ნიჭიერად დახვრიტა გია კრიალაშვილი?!"...
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=225