„პოლიტიკური არარაობა" - ასე მოიხსენიებს გაზეთი „ასავალ-დასავალი" ენმ-ს საარჩევნო სიის პირველ ნომერს დავით ბაქრაძეს. სტატიაში წერია, რომ პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს თავისი მრავალწლიანი პოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში ღირებული არაფერი შუქმნია და ქართული პოლიტიკის ისტორიაში 2 სამარცხვინო ეპიზოდით დარჩება:
„2008 წლის აგვისტოს ომის დროს, როცა რეალური საფრთხე არსებობდა, რომ რუსული ტანკები თბილისში შემოგრიხინებულიყვნენ და როცა სააკაშვილის ხელისუფლების ნახევარზე მეტი აზერბაიჯანის საზღვრისკენ ჯორკიდებულით გარბოდა, პარლამენტის თავმჯდომარე ბაქრაძემ დედაქალაქის მოსახლეობას მოუწოდა, რუსის ჯარს დახვდით და თქვენივე ძალებით შეეწინააღმდეგეთო!
და კიდევ, 2009 წელს, როცა ოპოზიცია „საკნების აქციას" მართავდა, შს გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე უშიშროების შენობის აივნიდან მშვიდობიან მომიტინგეებს ე.წ. კისტის თოფიდან ესროდა და თავზე წყლით სავსე პარკებს ამხობდა... სანოძის ეს რეგვენი და უღირსი საქციელი დავით ბაქრაძემ გაამართლა - მერე რა მოხდა, სანოძე უბრალოდ ერთობოდაო...აი, ასეთი პოლიტიკური არარაობა გვევლინება ნაცმოძრაობის საარჩევნო სიის პირველ ნომრად", - წერს სტატიის ავტორი.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=224