logo_geo
eng_logo
თენგიზ არჩვაძე: ავად ვარ, სუნთქვაც კი მიჭირს, მაგრამ უკიდურესად გაბრაზებული ვარ!
- +

8 თებერვალი. 2019. 02:53

 

მსახიობმა თენგიზ არჩვაძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ უზენაეს სასამართლოს ის მოსამართლეები უნდა ჰყავდეს, რომლებიც არ ემსახურებოდნენ ძალადობრივ რეჟიმს, არ გამოჰქონდათ უსამართლო განაჩენი.

 

„ავად ვარ, ლოგინიდან წამოდგომაც მიჭირს, კიდევ უფრო უარესად მხდის ის საშინელება, რასაც ტელევიზიით ვუყურებ! რაღა ფასი აქვს ამნაირ სიცოცხლეს, მითხარით, ოცი წლით ახალგაზრდა მაინც ვიყო, მაშინ კი ვიცი, რასაც ვიზამდი! ახლა თქვენც ისე მირეკავთ და აზრს მეკითხებით, თითქოს ამ საქმის მონაწილე ვიყო ან თითქოს ჩემგან ტაშის დაკვრას ელით ამ საშინელებაზე!

 

ჩემს სიცოცხლეში ასეთ რამეზე ტაში დამიკრავს? – როგორ შეიძლება ასეთი რამის გაკეთება, ბატონო! ყველაფერს ყურს ვუგდებ და საქმის კურსში ვარ, მაგრამ რა გავაკეთო, რა შემიძლია?

 

მეტი რომ არ შეიძლება, იმდენად უარყოფითად ვაფასებ ამ პროცესებს! ავად ვარ, სუნთქვაც კი მიჭირს, მაგრამ გეუბნებით, რომ ამ მოსამართლეების ამბით უკიდურესად გაბრაზებული ვარ!“ - განაცხადა თენგიზ არჩვაძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner