ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მორიგი შეხვედრა დღეს გაიმართება.
„ერგნეთში, სხვა საკითხებთან ერთად, ქართული მხარე შეხვედრაზე სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე საოკუპაციო რეჟიმის მიერ სათვალთვალო კოშკურის აღმართვის საკითხს დააყენებს“, - ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს.
სოფელ ხურვალეთთან, სავარაუდოდ, სათვალთვალო კოშკურის დამონტაჟება 6 თებერვალს დაიწყო, 7 თებერვალს კი, სამუშაოები განახლდა.
„რაც ხურვალეთში ხდება, ეს არის საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანებისთვის გამოცხადებული ყოველდღიური ბრძოლაა“, - ამის შესახებ კი, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა საკითხთან მიმართებაში განაცხადა.