logo_geo
eng_logo
ცხინვალის სკოლებსა და ბაღებში კარანტინია გამოცხადებული
- +

8 თებერვალი. 2019. 12:51

 

ცხინვალის რეგიონში კარანტინია გამოცხადებული, სასწავლო დაწესებულებები ეტაპობრივად იხურება.

 

„ოკუპირებულ ე.წ. სამხრეთ ოსეთში გიმნაზია „ალბიონის“ და ზნაურის რაიონის საჯარო სკოლის შემდეგ კარანტინი ცხინვალის სამ სკოლაში გამოცხადდა. სკოლები 18 თებერვლამდე, გრიპის გავრცელების გამო იხურება. დაავადებულ ბავშვთა რაოდენობამ 20%-ს გადააჭარბა. გარდა ამისა, კარანტინი საბავშვო ბაღებშიც მოქმედებს“, - ამის შესახებ „იუგოსეტპოტრებნადზორის“ ე.წ. ხელმძღვანელმა მარინა კოჩიევამ განაცხადა.

 

დე-ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, ვირუსული დაავადებების აფეთქება სეზონურ ხასიათს ატარებს. ცხინვალმა თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიასთან ე.წ. საზღვარი 11 იანვარს H1N1 ვირუსის გამო ჩაკეტა.

 

ე.წ. საზღვარი „განსაკუთრებული ბრძანების“ მიღებამდე იქნება ჩაკეტილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner