logo_geo
eng_logo
„ვისაც ხელგეწიფებათ! იქნებ „იპოდრომის ყოფილი ტერიტორია“ რეკრეაციულ ზონად გამოაცხადოთ?!
- +

23 მაისი. 2016. 23:25



ფეისბუქის გვერდი „თბილისი იყო ურთიერთობა" ხელისუფლებას მიმართავს და სთხოვს, რომ იპოდრომის ყოფილი ტერიტორია რეკრეაციულ ზონად გამოცხადდეს.


რეპორტიორი" მიმართავს უცვლელად გთავაზობთ:


თბილისური თხოვნა...

 

დღეს ჩასული ვიყავი იპოდრომის ტერიტორიაზე, ჩამოვჯექი ერთ დიდ ქვაზე და გამახსენდა ძველი დრო, ბავშვობა, მახსოვს აქ ერთ დროს ლამაზი ცხენებიც დარბოდნენ, მცირე შეჯიბრებებიც ეწყობოდა და დღეს უკვე დანგრეული ტრიბუნა, ერთ დროს ხალხით როგორ იყო სავსე... დღეს აბა ბავშვობას, ლამაზ ცხენებს და ტრიბუნას ვინღა დაეძებს, მთელი იპოდრომის ტერიტორია ძალიან საცოდავად და უპატრონოდ გამოიყურება, ამხელა მოედანს რკინის ამწეები და ახალ მშენებარე კორპუსები მთელი სიმკაცრით დაჰყურებს. თვითონ ტერიტორია კი საოცრად მოუვლელი და დანაგვიანებულია, ცელოფნის პარკებითა და შუშის ბოთლებით.

 

მივმართავ თხოვნით შესაბამის სამსახურებს: თუ გინდათ რომ თბილისელები და თბილისში მაცხოვრებლები გაგვახაროთ, ჩვენი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ვისაც ხელგეწიფებათ, იქნებ აღნიშნული, .. "იპოდრომის ყოფილი ტერიტორია" ერთ რეკრეაციულ ზონად გამოაცხადოთ, შემოღობოთ, სადაც გააშენებთ ლამაზ სკვერს, თავისი ლამაზი მოსასვენებელი სკამებითა და ბავშვების ატრაქციონებით...

 

წინასწარ გიხდით მადლობას


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner