logo_geo
eng_logo
უკრაინა-საქართველოს შორის ID-ბარათებით მიმოსვლა 1 მარტიდან ამოქმედდება
- +

8 თებერვალი. 2019. 16:39

 

„უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეები ორივე ქვეყანაში ID-ბარათებით გამგზავრებას მიმდინარე წლის პირველი მარტიდან შეძლებენ“, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

როგორც უკვე ცნობილია, უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთის სახელმწიფოების ტერიტორიაზე ვიზის გარეშე ყოფნა ყოველწლიურად 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.

 

 „2019 წლის 1 მარტს ძალაში შედის უკრაინისა და საქართველოს მთავრობებს შორის განახლებული შეთანხმება სავიზო მოთხოვნების გაუქმების შესახებ. არსებულ უვიზო რეჟიმთან ერთად, დამატებით ამოქმედდება  ID-ბარათების ფორმის შიდა პასპორტების საფუძველზე ორი ქვეყნის მოქალაქეების ურთიერთმიმოსვლის დებულება“, - წერია   უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, რომ უკრაინამ და საქართველომ ორივე ქვეყანაში ID-ბარათებით შესვლის შესახებ შეთანხმება გასული წლის ოქტომბერში გააფორმეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner