logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე დეპუტატებს: ნევროზით დავამთავრებთ ამ სესიას...
- +

8 თებერვალი. 2019. 12:32

 

„ასეთი ფორმის მუშაობით ნევროზით დავამთავრებთ ამ სესიას, გთხოვთ, სიჩუმე დავიცვათ“, - ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე.

 

სწორედ ამ პლენარულ სხდომაზეა დაგეგმილი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის მოსმენა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარემ კოლეგებს სიმშვიდისკენ რამდენჯერმე მოუწოდა.

 

კობახიძემ, იმ დეპუტატებს, რომლებსაც სესიაზე დასწრება არ სურთ, გარეთ გასვლისკენ მოუწოდა.

 

„დარბაზში ხმაურია, კოლეგებო, ასეთი ფორმით მუშაობით დავამთავრებ ნევროზით ამ სესიას. გთხოვთ, სიჩუმე დავიცვათ. ვისაც სურს საუბარი, შეუძლია გარეთ ისაუბროს, ვისაც სურს კოლეგების, მინისტრის მოსმენა, სჯობს, დარჩეს დარბაზში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner