logo_geo
eng_logo
ზაზა გაბედავა: ლექსი ეძღვნება „ნაც -ნამხედრიონალებს!..“
- +

23 მაისი. 2016. 23:26




ეს ლექსი მეგრელმა პოეტმა რაულ ჩილაჩავამ დაწერა და ეძღვნება ყველა „ნაც -ნამხედრიონალებს" აგრეთვე „ნაც- სამეგრელოს" მოღალატე დეპუტატებს რომლებმაც სამეგრელო გადაწვეს. 


ოცი წლის შემდეგ შემაქვს სარჩელი:

მაინც ვინ დაწვა მაშინ დარჩელი,

ვინ შეუსია ნადირი ოდიშს,

მას, აოხრებულს, ვინ ეტყვის ბოდიშს

მხედრიონელი ახვრების გამო,

როცა ქვეყანა ერთბაშად გამო-

თაყვანდა თითქოს და ერთი წრფელი

ნუგეშის სიტყვა არ დასცდენია?..

მე დღემდე მიწვავს გულს გეჰენია

და გულუბრყვილოდ პასუხსაც ველი,

მაინც ვინ დაწვა მაშინ დარჩელი,

რატომ არაა ჩვენი ტყვარჩელი,

რატომ მარხია დიდუბის გველი,

კრწანისს მტარვალი რად შერჩენია?

 

4 აგვისტო, 2013, კიევი"



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner