logo_geo
eng_logo
ეკონომიკის სამინისტროში ანაკლიის ღრმა-წყლოვანი პორტის საკითხზე შეხვედრა გაიმართა
- +

8 თებერვალი. 2019. 20:31

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, გიორგი ქობულია ანაკლიის ღრმა-წყლოვანი პორტის პროექტის განხორციელების საკითხზე, საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, AIIB, ADB, OPIC) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე დაესწრნენ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები, ეკატერინე მიქაბაძე და აკაკი საღირაშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე გრიგოლ კაცია.

 

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ანაკლიის ღრმა-წყლოვანი პორტი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია, რომლის წარმატებით რეალიზაცია, ხელს შეუწყობს საქართველოს წარმოჩენას რეგიონში სატრანსპორტო - ლოგისტიკურ ჰაბად. შეხვედრისას განხილული იქნა, პორტის მშენებლობისთვის საჭირო დაფინანსების მოდელი.

right_banner right_banner
არქივი
right_banner