logo_geo
eng_logo
შს სამინისტრომ გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კასპში 1 პირი დააკავა
- +

8 თებერვალი. 2019. 22:06

 

 

შს სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1959 წელს დაბადებული რ.ბ., გარყვნილი ქმედების ბრალდებით, კასპში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით, თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მცირეწლოვანი მეზობლის მიმართ, გარყვნილი ქმედება ჩაიდინა. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება წინასწარი შეცნობით, 16 წლის ასაკს მიუღწეველთან ჩადენილი გარყვნილი ქმედების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 141-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

right_banner right_banner
არქივი
right_banner