logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილი: დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, მოვინახულე თავდადებული სამხედროები ავღანეთში
- +

8 თებერვალი. 2019. 22:15

 

 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში, ბაგრამისა და ქაბულის ბაზებზე, ქართველი სამხედროები მოინახულა. ინფორმაციას ამის შესახებ,  Facebook-ის საკუთარ გვერდზე ავრცელებს.

 

 

 

 

„ჩვენი დიდი მეფის, დავით აღმაშენებლის, ხსენების დღეს, მოვინახულე თავდადებული სამხედროები ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე, ავღანეთში. ერთად გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს 32 თავგანწირულ მეომარს. როგორც მთავარსარდალსა და რიგით ქართველს მეამაყება, რომ ყველა აღნიშნავს, ჩვენი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმსა და თავდადებას“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner