logo_geo
eng_logo
40 კაცი და 4 ქალი - უკრაინის პრეზიდენტობისთვის 44 კანდიდატი იბრძვის
- +

8 თებერვალი. 2019. 22:50

 

 

უკრაინაში პრეზიდენტის თანამდებობისთვის 44 კანდიდატი იბრძოლებს, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული რაოდენობაა. უკრაინის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის პროცესი დაასრულა. პრეზიდენტის თანამდებობაზე კენჭისყრის მიზნით, კომისიაში დოკუმენტაცია 94-მა პირმა წარადგინა, თუმცა ნაწილი, ქვეყნის კონსტიტუციით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებდა.

 

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატებიდან 40 მამაკაცი და ოთხი ქალია. პრეზიდენტის თანამდებობაზე, რადას 16 დეპუტატიც იყრის კენჭს. კანდიდატებს შორის, არიან უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო, ყოფილი პრემიერი და პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი იულია ტიმოშენკო, მსახიობი ვლადიმერ ზელენსკი, უკრაინის „რადიკალური პარტიის“ თავმჯდომარე ოლეგ ლიაშკო.

 

საპრეზიდენტო არჩევნები უკრაინაში, 31 მარტს გაიმართება. თუ ხმების 50 პროცენტზე მეტს, ვერც ერთი კანდიდატი ვერ დააგროვებს, არჩევნების მეორე ტური, 21 აპრილს ჩატარდება. უკრაინაში 2014 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის, 23 კანდიდატი იყო რეგისტრირებული.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner