logo_geo
eng_logo
დავით უსუფაშვილი: მჭმუნვარე სახის რაინდი გედევან ფოფხაძე "ოცნებიდან" დილით მიდის, საღამოს ბრუნდება
- +

9 თებერვალი. 2019. 01:21

 

 

„მჭმუნვარე სახის რაინდი გედევან ფოფხაძე "ოცნებიდან" დილით მიდის, საღამოს ბრუნდება“, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არ აინტერესებს, რას იზამენ გედევან ფოფხაძე, ან მისი მომხრე დეპუტატები, რაც სამწუხაროა.

 

„მჭმუნვარე სახის რაინდი გედევან ფოფხაძე "ოცნებიდან" დილით მიდის, საღამოს ბრუნდება, მოგვიწევს შევეგუოთ ამას, რადგან ეს ძირითადი საკითხი არ გახლავთ. ძირითადი ისაა, რამ განაპირობა ამგვარი გადაწყვეტილებების ჩამოყალიბების პროცესი. არ გამოვრიცხავ, რომ ასე მიმართეს მას და სხვებსაც, რომ გინდა წადი, გინდა დარჩი, გინდა გაგრიცხავთ. ამ სამწვეროვანი შეთავაზებით, შეიძლება, გამოხატა „ოცნების“ ლიდერმა თავისი დამოკიდებულება, რომ საერთოდ არ მაინტერესებს, რას იზამთო. ეს არის, ის სამწუხარო დამოკიდებულება, რომელიც დამდგარია ამ სისტემაში“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა პარლამენტის წევრ, გედევან ფოფხაძეს შესთავაზა, რომ თუკი მას მმართველი გუნდიდან გარიცხვის ფორმით წასვლა სურს, გარიცხავენ. არსებული ცნობით, 6 თებერვალს გამართულ უმრავლესობის სხდომაზე, ივანიშვილმა ფოფხაძეს მიმართა, რომ თუკი “ქართული ოცნებიდან“ გასვლა უნდა, შეუძლია საკუთარი ინიციატივით გავიდეს, თუკი გუნდში დარჩენა სურს - დარჩეს, ხოლო თუკი გარიცხვა უნდა - გარიცხავენ. როგორც სააგენტოს ინფორმირებულმა წყარომ განუცხადა, ივანიშვილმა ფოფხაძეს შესთავაზა, რომ ამ სამ ვარიანტს შორის, არჩევანი თავად გააკეთოს და გადაწყვეტილება მიიღოს.

 

თავის მხრივ, გედევან ფოფხაძემ აღნიშნულის დადასტურებისგან თავი შეიკავა და სააგენტოსთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის უმრავლესობის შეხვედრის დეტალებზე დღეს არ ისაუბრებს.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner