logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი „ნაციონალებზე“: დაე ითამაშონ საქართველობანა...
- +

23 მაისი. 2016. 23:29




„მივმართავ ჩვენი ქვეყნის მთავრობას: ვინაიდან, „ნაციონალებს" კორცხელი ჰგონიათ მთელი საქართველო და ზეიმობენ გამარჯვებას, ეს სოფელი გადავცეთ მუდმივი მართვის უფლებით."- ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი კორცხელში „ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატის გამარჯვებას ასე ეხმაურება:


 „დაე ითამაშონ საქართველობანა. ოღონდ... არ გავუმხილოთ, რომ ეს არ არის მთელი საქართველო (ისედაც არ დაიჯერებენ, მაგრამ მაინც). რაც მთავარია, სოფლის ცენტრში უნდა დავუყაროთ ძალიან ბევრი ქვიშა. დარწმუნებული ვარ, ისინი მალე ააშენებენ სასტუმროებს, პორტებს, ესტაკადებს, ხიდებს, ცოცხების ცეხებს და შევლენ NATO- ში.

ნუ, ახლა, არ მკითხოთ, ვინ იქნება პრეზიდენტი... რა თქმა უნდა, „მიშმაგარა!"- წერს ზედელაშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner