არგენტინელი ფეხბურთელის გარშემო განვითარებულმა ტრაგიკულმა მოვლენებმა ,სრულიად საფეხბურთო სამყარო შეძრა. ოფიციალურად დადასტურდა, რომ მაშველების მიერ, თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან ამოყვანილი ცხედარი ემილიანო სალას ეკუთვნის. ტრაგიკული ამბის გაგების შემდეგ, ემილიანო სალას დამ Instagram-ზე სულისშემძვრელი და ემოციური პოსტი განათავსა.
“სიცოცხლის ბოლომდე, შენი სული მუდმივად ჩემში იქნება. მიყვარხარ ტიტო”, – აღნიშნულია ემილიანო სალას დის პოსტში.