logo_geo
eng_logo
შსს-მ იმერეთში მომხდარი ქურდობის ორი ფაქტი გახსნა
- +

9 თებერვალი. 2019. 10:56

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის სამტრედიის რაიონულ სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი ორი პირი: 1989 წელს დაბადებული ვ. ს. და 1994 წელს დაბადებული ჩ. დ. ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 3 თებერვალს სამტრედიის რაიონის სოფელ იანეთში მოქალაქის საცხოვრებელი სახლის გაქურდვა სცადეს. სახლის პატრონმა მათ წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც ორივე მათგანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ვ.ს. და ჩ.დ. სამტრედიაში დააკავეს.

 

პოლიციამ ჩ.დ.-ს და ვ.ს.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას, ნაქურდალი ქანჩების კრებული, მოპარული გადაჭრილი სანადირო თოფი და სხვა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

იმერეთში ასევე, ქურდობის ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე სამართალდამცველებმა 1992 წელს დაბადებული ბ.შ. დააკავეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წყალტუბოს რაიონის სოფელ მაღლაკში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში ფარულად შეაღწია, სადაც სხვადასხვა სამეურნეო და საყოფაცხოვრებო ნივთებს უკანონოდ დაეუფლა.

 

სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

გამოძიება ქურდობის და ქურდობის მცდელობის ფაქტებზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ" ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ" ქვეპუნქტით“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner