logo_geo
eng_logo
პოლიციამ სარფში ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე 1 პირი დააკავა
- +

9 თებერვალი. 2019. 14:18

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული თ.ფ. სარფში დააკავეს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 50 აბი „მეტადონი“ და 86 გრამამდე ე.წ. „სირეცი“ ამოიღეს.

 

გამოძიება  განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner