logo_geo
eng_logo
გოგი ენუქიძე: ჩემი ოჯახი სახელმწიფო მანქანის ტერორის ქვეშ იყო
- +

9 თებერვალი. 2019. 20:57

 

რა კომენტარს აკეთებს გოგი ენუქიძე მოსამართლეების საქმესთან დაკავშირებით და რომელი პოლიტიკური ძალა იყო დარაზმული მისი ოჯახის წინააღმდეგ. ამასთან დაკავშირებით სანდრო გირგვლიანის ბიძა „ტვ პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში საუბრობს.

 

„ძალიან სამწუხაროა მიმდინარე ამბები ჩემთვის, რადგან თქვენ კარგად გახსოვთ, რომ დაახლოებით 2 თუ 3 წლის წინ მე მოსამართლეების თემასთან დაკავშირებით მქონდა კიდეც საუბარი და დღეს აი ეს ადამიანები, რომლებმაც ადრე უამრავი დანაშაული  ჩაიდინეს,  უვადო მოსამართლეებად განწესებას ცდილობენ.

 

ჩემი ოჯახი სახელმწიფო მანქანის ტერორის ქვეშ იყო. ეს ტერორი მომდინარეობდა ხელისუფლების ყველა შტოსგან. ეს გახლდათ - შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა, სასამართლო და საერთოდ მთელი „ნაციონალური მოძრაობა“. ახლა კი, მე საუბარი იქამდე მიმყავს, რომ ბოლოს ყველაფერი დაგვირგვინდა იმით, რომ სასამართლოში დიდი განუკითხაობა მოხდა და  დარწმუნებული ვარ თქვენ აუცილებლად გექნებათ იმ დროინდელი მოვლენების ამსახველი  კადრები“,- აღნიშნავს გოგი ენუქიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner