logo_geo
eng_logo
ალექსანდრე თამაზაშვილი: სიტყვა „ზონდერი“ მახსენებს „მასკებიან არაკაცებს,“ რომლებიც დაუნდობლად უსწორდებოდნენ საკუთარ მოსახლეობას...
- +

24 მაისი. 2016. 00:17



„მინდა გამოვეხმაურო ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ კორცხელში მომხდარ ინციდენტს.

მივესალმები პრემიერ- მინისტრის ინიციატივას, სასჯელის გამკაცრების თაობაზე. მჯერა, რომ მომავალში ვერავინ გაბედავს ხელი შეუშალოს არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩატარებას და დემოკრატიის განმტკიცებას საქართველოში."- დეპუტატი ალექსანდრე თამაზაშვილი ზუგდიდის რაიონის სოფელ კორცხელში, 53- ე საარჩევნო უბანთან გუშინ მომხდარ ინციდენტს სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ დაპირისპირება აშკარად პროვოკაციის შედეგი იყო.


„კადრების ყურებისას, მე ვნახე შელაპარაკება ორი დაპირისპირებული მხარის (ჩემი აზრით ადგილი ჰქონდა პროვოკაციას "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან) , რაც გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში „ნაციონალური მოძრაობის" და „ქართული ოცნების" მომხრეებს შორის, ეს არის ფაქტი. ის, რომ ვინმეს მეტი მოხვდა არ ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ "გამარჯვებული" მხარე დავადანაშაულოთ და ვუწოდოთ "ზონდერები"!

 

სიტყვა "ზონდერი" მახსენებს "მასკებიან არაკაცებს" რომლებიც დაუნდობლად არბევდნენ და უსწორდებოდნენ საკუთარ მოსახლეობას, რომლებიც მშვიდობიანად და სამართლიანად აპროტესტებდნენ, „ნაციონალური მოძრაობის" მართველობის პერიოდში,  ჩადენილ უამრავ დანაშაულს!

 

ცინიკური და სამარცხვინოა "ვაი პოლიტიკოსების" რეაქცია და ცალსახა შეფასება და მხოლოდ იმის დანახვა, რაც მათთვის "მომგებიანია"... და ეს არ ეხება მხოლოდ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს...

 

აუცილებელია გამოძიება დასრულდეს დროულად და საზოგადოებამ მიიღოს პასუხი ყველა კითხვაზე."- აღნიშნავს თამაზაშვილი. 


 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner