საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარე, ნინო ზამბახიძე თეთრ სახლში ქალთა გლობალური განვითარებისა და წარმატების ინიციატივის გახსნას დაესწრო.
ხელმოწერის ცერემონიაზე ნინო ზამბახიძემ პრეზიდენტ ტრამპსა და დამსწრე საზოგადოებას უამბო, როგორ შეცვალა აშშ-ის მთავრობის გრანტმა მისი ცხოვრება.
„ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ბენეფიციარი გახლავართ. მე ერთ-ერთი მათგანი ვიყავი იმათგან, ვინც ფიქრობდა, რომ საქართველოში ქალებს მომავალი არ ჰქონდათ, თუმცა ათასწლეულის კორპორაციამ შესაძლებლობა მომცა გადამელახა ეს გამოწვევა. საქმიანობა ორი ძროხით დავიწყე, დღეს კი უმსხვილესი ფერმერი ვარ. ახლა ჩემს საზოგადოებას ვეხმარები - ფინანსებზე წვდომით, განათლებისა და კეთილდღეობის უზრუნველყოფით. ბატონო პრეზიდენტო, აშშ-საქართველოს ურთიერთობა წარმატებით ვითარდება და საქართველო ამას გრძნობს. მსურს ამისთვის მადლობა გადაგიხადოთ. თქვენი პროექტები, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ მასშტაბურია. ქალებს აქვთ მომავალი და მთელს მსოფლიოში ათასობით ნინოა, რომელსაც არ შეუძლია მოვიდეს და ეს პირადად გითხრათ. აშშ-ს პროექტების მონაწილეთა სახელით მსურს, კიდევ ერთხელ, მადლობა გადაგიხადოთ,” – განაცხადა ნინო ზამბახიძემ.