რეზო ხოფერია ზუგდიდში მომხდარ დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აფასებს და აღნიშნავს, რომ სამართლიანობა ქართველი ხალხისთვის უპირველესი მოთხოვნაა, ამიტომ ხელისუფლება ვალდებულია ამომრჩეველს დაპირებული სამართლიანობის აღდგენა შეუსრულოს.
„საქმე იმაში კი არაა, რომ ვინმეს ვინმეს გალახვა უხარია და მთელი ეს ძალადობა მოსწონს. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის არის ეს მიუღებელი ვისაც საკუთარ ტყავზე აქვს ეს გამოცდილი. საქმე იმაშია, რომ ეს ადამიანები იმსახურებენ სასჯელს და თანაც ძალიან სერიოზულ სასჯელს! მთავრობა გარიგებულია(?) ამ ნაძირლებთან და სამართლიანობაზე მიფურთხებული აქვს. ხალხს კი სხვა მეთოდები უბრალოდ არ გააჩნია. ვერ დაჯდება ხალხი და სასამართლო პროცეს ვერ ჩაატარებს და ვერც ციხეს ააშეენებს ნაცებისთვის. ასეთი ცემაა ოდიდგან სასამართლოც, განაჩენიც და სასჯელიც... და სანამ მთავრობა საკადრის ადგილს არ მიუჩენს ამათ, მანამდე იქნება ეს ასე! და ზოგადად მგონი მალე ხალხი ამ მთავრობასაც დაუწყებს რტყმას მთელი ამ კოჰაბიტაციებისთვის და მთავარი მოთხოვნის არ შესრულებისთვის.
თუ ქვეყანაში არ იქნება სამართლიანობის განცდა არც თქვენი ქარხანა ენდომება ხალხს და მითუმეტეს კონცერტი! ამაყ და ძლიერ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, რომელშიც მთავრობა პატივს ცემს საკუთარ კანონებს, ადათებს და პატივისცემით ეპყრობა ხალხს რომლისთვისაც ოდიდგან სამართლიანობაა ყველაზე დიდი სიწმინდე და არა ასეთ, რასაც ქვია გაუპატიურებულ ქვეყანაში და თან რომ გეუბნებიან მოძალადესთან იმეგობრეო!!!
მანამ სანამ საქართველოში ყველა მიმართულებით არ აღდგება სამართლიანობა, არავითარი პროგრესი და წინსვლა არ იქნება! ქვეყანა უნდა შემსუბუქდეს და განთავისუფლდეს ამ უარყოფითისგან და ეს ან მთავრობის საშვალებით მოხდება ან ეს ყველაფერი გადმოხეთქავს ძალიან ცუდად. პირველ შემთხვევაში პროცესი ბევრად უმტკივნეულო იქნება, მაგრამ შეიძლება რაღაც საყვედურები მივიღოც დასავლეთიდან და ვითომ კარები დაგვიკეტპნ, რაც პრაქტიკულად აბსურდია და წარმოუდგენელია. როგორ შეიძლება ვინმემ საყვედური სამართლიანი გადაწყვეტილების გამო გითხრას?
მეორე კი კატასტროფულად დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის, დაინგრევა აბსოლუტურად ყველაფერი, მატერიალურიც და არამატერიალურიც. ქვეყანა შესაძლებელია იქცეს რუინებად, ზნეობრივ, მორალურ და კულტურულ რუინებად. ეს პროცესი იქნება ხანგრძლივი და ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ამ შემთხვრვაშიც მოხდება უარყოფი ენერგიისგან განთავისუფლება, გადაფასება ბევრი დღეს არსებული ფსევდო იდეალის და ფსევდო მიმართულებების.
რა გზაზე დაგვაყენებს "ქართული ოცნება" ეს მათი ასარჩევია. ერთი კი ფაქტია თუ ისინი მეორე ვარიანტს მიემხრობიან მაშინ ვურჩევ უკრაინაზე კარგი ქვეყანა შეარჩიონ გასაქცევად რადგან ხალხი პირველ რიგში მათ მიუკაკუნებს კარებზე და სიმართლე გითხრათ მათ შორის ალბათ მეც ვიქნები ვისაც ხალხი პასუხს მოთხოვს რადგან კბილებით მყავს ეს მთავრობა ბევრჯერ დაცული იმის იმედით რომ ადრე თუ გვიან გონს მოეგებოდნენ. ახლაც ვცდილობ როგორც შემიძლია მივაწვდინო ხმა, რომ გონს მოეგონ!!!
თქვენ მარტო საკუთარი თავები და პარტია კი არ გაბარიათ, ქვეყნის ყველა მოქალაქეზე ხართ პასუხისმგებლები და სანამ დროა დაემსგავსეთ ხელისუფლებას და გადადგით ქმედითი ნაბიჯები სამართლიანობის სრული აღდგენისთვის!!!"