გერმანელმა არქეოლოგებმა გერმანიაში წარმოუდგენელი მიწისქვეშა გვირაბები აღმოაჩინეს. მათი ასაკი 12000 წელია. მიწისქვეშა გადასასვლელი მთელ ევროპაზეა გადაჭიმული და მათი მიზანი ჯერ კიდევ უცნობია. როგორც ვარაუდობენ, ალბათ ის იყო თავშესაფარი მტრებისგან თავდასაცავად ან სამარხი.
ექსპერტების აზრით, ეს გვირაბები ასრულებდა სატრანსპორტო ფუნქციას და შესაძლებელი იყო, რომ ამ გვირაბით ევროპის ნებისმიერ ნაწილში მოხვედრილიყო ადამიანი. აქედან გამომდინარე, ამ საიდუმლო გვირაბებს ეწოდა უძველესი ავტომაგისტრალი.
გვირაბების შესწავლისას, უნივერსიტეტის პროფესორებმა აღმოაჩინეს, ორგანული ნივთიერებების კვალი, უძველესი რადიოაქტიური ნახშირბადი.
გვირაბების უმრავლესობას უძველეს დასახლებებთან ან ღირსშესანიშნავ ადგილებთან მივყავართ. გასასვლელი ხშირად გვხვდება ფერმებთან, სასაფლაოებთან, ტაძრებთან ან ტყეებთან.
მშენებლობა განხორციელებულია ნამდვილი პროფესიონალების მიერ, რამაც საშუალება მისცა დღემდე შემონახულიყო გვირაბები. მშენებლობის მეთოდი საშუალებას იძლევა ზედაპირზე არსებულ კომუნიკაციების წონას გაუძლოს გვირაბმა.
ადამიანებს შეეძლოთ მიწისქვეშა გასასვლელებით გადაადგილება: ესპანეთში, ინგლისში, თურქეთში, უნგრეთში, ავსტრიაში, გერმანიაში და ბოსნიაში. სპეციალისტების აზრით, ალბათ უძველეს ხალხს სურდა თავი დაეცვა მტრის ჯარების თავდასხმებისგან, ან ამზადებდნენ გზას უკან დასახევად. ან შეიძლება ეს იყო კარგად გამაგრებული გვირაბების სისტემა, რათა, თავი დაეცვათ მოსალოდნელი კატასტროფებისგან, რასაც წინასწარმეტყველებდნენ უძველესი სასულიერო პირები.