logo_geo
eng_logo
კრეიგ ფოლერი: რუსეთი იქცევა როგორც დაჭრილი, დასუსტებული დათვი, რომელიც დემოკრატიულ ინტერესებს თავს ესხმის
- +

10 თებერვალი. 2019. 12:38

 

 

ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა, ადმირალმა კრეიგ ფოლერმა განაცხადა, რომ რუსეთი იქცევა როგორც დაჭრილი, დასუსტებული დათვი, რომელიც ლათინურ ამერიკაში დემოკრატიულ ინტერესებს ესხმის თავს.

 

„თუკი რუსეთზე ვსაუბრობთ, ყველაფერია შესაძლებელი. ჩვენ უკვე ვიხილეთ, რა ჩაიდინეს რუსებმა სირიაში და მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ ახლო მომავალში იგივე განმეორდება“, - განაცხადა ამერიკელმა ადმირალმა.

 

ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში აშშ-ს გაერთიანებული სარდლობის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ რეგიონის არადემოკრატიულ ქვეყნებში, კუბაში, ვენესუელასა და ნიკარაგუაში რუსეთისა და ჩინეთის გავლენა ფიქსირდება.

 

„რუსეთისგან ყველაფერია მოსალოდნელი. ჩვენს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიაში განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ ჩინეთსა და რუსეთს. თუმცა, ეს ორი განსხვავებული შემთხვევაა. ჩინეთი მზარდი ეკონომიკური ძალაა, რომელსაც კანონიერი უფლება აქვს თავის ბიზნეს-ინტერესებზე მსოფლიო მასშტაბით. ამავდროულად ისინი უარს ამბობენ წესების დაცვაზე. რუსეთი კი, ფაქტობრივად, დაჭრილი, დასუსტებული დათვია, რომელიც იერიშზე გადავიდა და მოსკოვის შემდგომ ნაბიჯებზე პროგნოზს ვერ გავაკეთებ“, - დასძინა კრეიგ ფოლერმა.

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner