logo_geo
eng_logo
ვარლამ ლიპარტელიანი პარიზის გრან სლემის ფინალში გადავიდა
- +

10 თებერვალი. 2019. 18:34

 

საქართველოს ძიუდოისტთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა ვარლამ ლიპარტელიანმა პარიზის გრან სლემის ნახევარფინალში მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთკორეელი გუჰამ ჩო დაამარცხა და ფინალში გადავიდა.

 

მან გუჰამ ჩოს იპონით სძლია. ფინალში კი იაპონელ აარონ ვოლფსა და ისრაელელ პეტერ პალტჩიკს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

 

ფინალური ბლოკი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner