logo_geo
eng_logo
სალომე ზურაბიშვილის ახალი ინიციატივა
- +

10 თებერვალი. 2019. 19:41

 

„კარგი იქნება ქუთაისის პარლამენტის შენობაში საერთაშორისო საკონფერენციო ცენტრი მოეწყოს“, - ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ქუთაისში, საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, ამ შენობის მოწყობისათვის 340 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს თანხა წყალტუბოს აღორძინებისთვის, რომ დახარჯულიყო, საკმარისი იქნებოდა.

 

„ამ შენობის მოწყობისთვის 340 მილიონი ლარი დაიხარჯა. ეს, რომ წყალტუბოს აღორძინებისთვის დახარჯულიყო, საკმარისი იქნებოდა, მაგრამ რადგანაც შენობა არსებობს და კარგად ვიცნობ შიგნიდან, კარგი იქნება, რომ აქ საერთაშორისო კონფერენციის ცენტრი მოეწყოს", - განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

მან ქუთაისისა და წყალტუბოს პერსპექტივაზე ისაუბრა. პრეზიდენტის თქმით, წყალტუბო გამორჩეული კურორტია, თავისი ბაღებითა და არქიტექტურით და მისი მსგავსი ევროპაში არ არის.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner