„დავით კოღუაშვილმა, ლამის არის, სააკაშვილის, მერაბიშვილისა და უგულავას ფანკლუბი გაგვიხსნას", - ამის შესახებ დეპუტატმა თამაზ მეჭიაურმა „ასავალ-დასავალს" განუცხადა.
პარლამენტარი ამბობს, რომ მას არ გაუხარდება, თუ „ქართული ოცნება" ასეთი პიროვნებების გამო დაზარალდება. მისი თქმით, დღეს თითქოს „ქართული ოცნების" რებრენდინგი ხდება, რეალურად კი, გაურკვეველი დამსახურების მქონე პიროვნებები ჩნდებიან მმართველი პარტიის სათავეში.
„როცა ახალი სახე- დავით კოღუაშვილი გონორით საუბრობს იმ ხალხზე, ვინც წინა ხაზზე იყო, პარტიის წინაშე პატარა დამსახურება ხომ მაინც უნდა ჰქონდეს?!", - აღნიშნა დეპუტატმა.
http://livenews.ge/inside.php?menuid=68&id=242