ათენის ცენტრში, სირიის ორი და ერაყის ერთი მოქალაქე დააკავეს, რომლებიც საბერძნეთის და გერმანიის პასპორტების გაყალბებაში არიან ეჭვმიტანილი - წერს Dw.com-ი წყაროზე დაყრდნობით.
დანაშაულებრივი ჯგუფი ათენის ცენტრში დააკავეს, რომელთაც 300 ფალსიფიცირებული პასპორტი აღმოაჩნდა. პასპორტის ფალსიფიკაციისთვის დანაშაულებრივი ჯგუფი 800 დან 1200 ევრომდე იღებდა, პირადობის და მართვის მოწმობის ფასი 150-500 ევრო იყო. სამართალდამცავების ცნობით, დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრები მიმალვაში არიან.
სტატისტიკა აჩვენებს, რომ გერმანიასა და საბერძნეთში დააკავეს, რამდენიმე ასეული მიგრანტი, რომელიც ქვეყნებში შესვლას ყალბი პასპორტით ცდილობდა.