logo_geo
eng_logo
ჟურნალისტი შალვა რამიშვილი, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე არ შეუშვეს
- +

10 თებერვალი. 2019. 21:25

 

 

ინციდენტი მოხდა ბელგიის ქალაქ ლიეჟში, სადაც რამდენიმე საათში ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, მხარდამჭერებთან ერთად, ემიგრანტებთან შეხვედრას გამართავს. შეხვედრაზე ჟურნალისტი შალვა რამიშვილი არ შეუშვეს. როგორც მიხეილ სააკაშვილისა და პროექტის ოფიციალურ გვერდებზე წერია, ქალაქ ლიეჟში შეკრებილები ალტერნატიული მთავრობის ჩამოყალიბებაზე იმსჯელებენ.

 

მიხეილ სააკაშვილის ღონისძიება თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება. შეკრებისთვის ბელგიაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები და მხარდამჭერები საქართველოდანაც ჩავიდნენ. შეკრების ორგანიზატორები არიან გიორგი სიგუა და მოძრაობა „ერთად სახლში“.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner