კინორეჟისორი გოგა ხაინდარავა ლიეჟში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. მისი თქმით, მიხეილ სააკშვილის უკან, დაინტერესბული ძალები დგანან, რომელთა დახმარების გარეშეც, სააკაშვილი ვერაფერს შეძლებდა. ამის შესახებ ხაინდრავამ, გადაცემა „იმედი live“-ის ეთერში განაცხადა.
„საინტერესოა იმის გაანალიზება, ვინ დგას მის უკან. იმიტომ, რომ ეს პოლიტიკური მაწანწალა, რომელიც საკუთარ ქვეყანაში არის, რამდენიმე დანაშაულში ბრალდებული და ეჭვმიტანილი, თავისუფლად გადაადგილდება მთელ მსოფლიოში და ბუნებრივია, ის მარტო ამას ვერასოდეს შეძლებდა. ამის უკან დგანან, დაინტერესებული ძალები. პირობიოთად შეგვიძლია გამოვყოთ სამი კანდიდატი: აშშ, ევროპის ლიბერალური ძალები და რუსეთი. სხვა, ახლა ჩინეთი და კორეა არამგონია დაინტერესებულიყო“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.