პარიზში მიმდინარე გრანპრიზე ქართველებს, ერთი ოქროს მედლის მოპოვების შანსი 100კგ- წონით კატეგორიაში გვქონდა. ფინალში გავიდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელიც იაპონელ ვულფს დაუპირისპირდა. ბოლო წუთზე მან, შუაკავურით ვაზარზე დააგდო იაპონელი და მოპოვებული ქულა ბოლომდე შეინარჩუნა. ლიპო პარიზის გრანპრის სამგზის გამარჯვებულია.