ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, სლოვაკეთის რესპუბლიკის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრი მიროსლავ ლაიჩაკი საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა. ამის შესახებ მან Twitter-ის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„ჩემი პირველი გაჩერება საქართველოში ვიზიტისას - ვიმყოფებოდი ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, რათა პირადად მენახა არსებული ვითარება“, – წერს მიროსლავ ლაიჩაკი.
ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში მიროსლავ ლაიჩაკი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან, საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილთან.
ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოს ოფიციალური ვიზიტით გუშინ ეწვია.