logo_geo
eng_logo
ვანო ზარდიაშვილი: ქალბატონ ეკასთან ერთად, ამ გამოძიების ბოლომდე დასრულებას მოვითხოვ
- +

11 თებერვალი. 2019. 13:26

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ვანო ზარდიაშვილი ასევე საპარლამენტო უმრავლესობის წევრის  ეკა ბესელიას შესახებ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერზე გამოძიების ბოლომდე დასრულებას მოითხოვს.

 

როგორც ზარდიაშვილმა აღნიშნა, მისი გადამღებიც და გამავრცელებელიც უმკაცრეს სასჯელს იმსახურებს.

 

„ამ თემასთან დაკავშირებით მეტი კომენტარი ზედმეტი იქნება ჩემი მხრიდან. პირობას გაძლევთ, რომ მათ შორის ქალბატონ ეკასთან ერთად, ამ გამოძიების ბოლომდე დასრულებას მოვითხოვ. შესაბამისად, მერე ყველა ერთად ვნახავთ ამ გამოძიების შედეგებს“, - განაცხადა ვანო ზარდიაშვილმა.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner