logo_geo
eng_logo
ნიკოლას მადურო ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებას აანონსებს - რისთვის ემზადება პრეზიდენტი?
- +

11 თებერვალი. 2019. 13:27

 

 

ვენესუელაში ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ფართომასშტაბიანი სამხედრო სწავლება „ანგოსტურას ორასი წელი 2019“ დაიწყო, - ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას „SPIEGEL“ ავრცელებს.

 

სამხედრო სწავლების დაწყებამდე, მადურო, მირანდას შტატში სამხედრო ტექნიკის ნიმუშებს გაეცნო და ვენესუელელი სამხედროები შეაქო.

 

„პროფესიონალები მსახურობენ, რომლებიც მზად არიან, ქვეყნისთვის და ხალხისთვის სიცოცხლე გაწირონ“, - აღნიშნა მადურომ.

 

სწავლების პირველ ფაზაში 5 ათასამდე სამხედრო მონაწილეობდა, რომლებიც ჰაერსაწინააღმდეგო თავდასხმის არიდება შეიმუშავეს და სარაკეტო დანადგარები „Игла-С“ გამოიყენეს. მომდევნო ფაზაში სამხედროები ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის შეჭრის არიდების სცენარს შეიმუშავებენ. სწავლება 15 თებერვლამდე გაგრძელდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner