logo_geo
eng_logo
თამარ ხულორდავა სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას დაესწრო
- +

24 მაისი. 2016. 01:52


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავა  სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რიგით 22-ე სხდომას დაესწრო. სხდომას საკოორდინაციო საბჭოს წევრები - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, გენერალური პროკურატურის, ასევე, არასამთავრობო, ადგილობრივი და საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.


შეხვედრაზე სამინისტროების წარმომადგენლებმა საკუთარ უწყებაში გატარებულ რეფორმებზე, მიღწევებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. გარდა ამისა, დეტალურად განიხილეს ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ერთობლივი მუშაობის შედეგად იქნა მიღწეული.


საკოორდინაციო საბჭოს წევრებს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზვიად მიხანაშვილმა დეტალური ინფორმაცია მიაწოდა სისტემაში არსებული სიახლეების შესახებ. 


სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ წარმოადგინა ის რეფორმები, რომელიც სისტემაში უკვე განხორციელდა  და ასევე, ვისაუბრეთ  გეგმებზე, რომელზე დაყრდნობითაც ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას. აღსანიშნავია, რომ კომისიის თავმჯდომარის და საერთაშორისო ექსპერტების მხრიდან დადებითად შეფასდა მიღწევები" - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა


პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი არსოშვილმა საკოორდინაციო საბჭოს წევრებს 2016-2020 წლების სისტემის განვითარების სტრატეგია წარუდგინა და განაცხადა რომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტად პირობით მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია რჩება, რაც თავის მხრივ  პირობით მსჯავრდებულთა შორის განმეორებითი დანაშაულის პრევენციაზე დადებით ზეგავლენას ახდენს.


სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრები არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე,  არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დამოუკიდებელი ექსპერტები.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner