„შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი, ბელგიის ქალაქ ლიეჟში, ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ორგანიზებულ „თანამემამულეთა მსოფლიო კრებას“ ეხმაურება და აცხადებს, რომ სააკაშვილი ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებითაა დაკავებული.
„მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკური კარიერის დასაწყისში ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთა ქვეყნისთვის, მაგრამ მას შემდეგ დაკავებულია ქვეყნისა და ერის საწინააღმდეგო ქმედებებით. მან ჯერ საქართველოში დაამტკიცა, რომ არაფრად უღირს არაფერი, გარდა საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლებისა და კეთილდღეობისა. შემდგომ უკრაინაში დაადასტურა იგივე და ახლა ლიეჟში, ზიმბაბვეში და სხვაგან, ყველგან შეეცდება ამის გაკეთებას“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.